პროექტები

სსიპ ალ. ჯავახიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ძევერის მათემატიკის მასწავლებლის ჯულიეტა მელქუაშვილის მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტი - პი რიცხვის დღე.
                                   
                                                            შესავალი
2019 წ. 14 მარტს ევერესტის ორგანიზებით ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური მათემატიკის ფესტივალი გაიმართა. ეს დღე აღიარებულია მსოფლიოში პი რიცხვის დღედ. მსგავსი რონისძიებები მსოფლიოს წამწყვან ქვეყნებში ყოველწლიურად იმართება. ამ წელსაც საქართველოდან მონაწილეობა მიიღო 50-მა სკოლამ, რომლებმაც წარმოადგინეს მათემატიკის თემაზე შექმნილი ნამუშევრები. ფესტივალზე დაუკრეს პი რიცხვის მელოდია, დაიდგა მინი სპექტაკლები, მოეწყო ლოგიკური შეჯიბრებები და გაიმართა შეჯიბრებები სხვადასხვა ნომინაციებში.

პროექტის სახელწოდება - პი რიცხვის დღე
საგანი - მათემატიკა
პროექტის ავტორი - ჯ. მელქუაშვილი
მონაწილე მოსწავლეები: მ. ხუციშვილი, ს. დურული, გ. ნატროშვილი - 11 კლასი.
მ. ბუხრაძე, ქ. მელქუაშვილი, ლ. მელქუაშვილი, ტ. კეჩხუაშვილი, ნ. კეჩხიუაშვილი - 6 კლასი.
მ. კეჩხუაშვილი - 7 კლასი.
ვადები: 17.01.2019-14.03.

პრობლემის განსაზღვრა
ზოგადად ტერმინი პრობლემა ნიშნავს არადამაკმაყოფილებელ სიტუაციას, რომელიც აბრკოლებს პროცესის ნორმალურ განვითარებას, რომელიც ყოველთვის გამოიკვეთება ხოლმე. თუ სწორად გავანაალიზებთ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს და შედეგებს, ადვილად განვსაზღვრავთ პრობლემას, რომელიც გადაჭრაც შესაძლებლად მიგვაჩნია. სასკოლო სისტემაში არის მრავალი პრობლემა, რისთვისაც საჭიროა მოსწავლის აქტიური ჩართვა სხვადასხვა ფორმით: პროექტი თუ სხვა აქტივობები სწავლა-სწავლების პროცესის ხელმშეწყობი ფაქტორების გამოეყენება. პრობლემაა აგრეთვე მოსწავლეებისთვის თვითგამოხატვისა და კოლაბორაციული უნარების დეფიციტი, სხვადასხვა საგნებში მიღებული ცოდნის ტრანსფერი და რეალურ ვითარებასი გამოყენება. მუშაობა კოლექტიურად და ჯგუფებში.
პრობლემაა აგრეთვე სოციალური უნარების ნაკლებობა. სწორედ არსებულმა პრობლემებმა მიმიყვანა მოსწავლეებთან ერთად პრობლემაზე მუშაობის იდეამდე.

პროექტის მიზანი
პროექტის სტრატეგიული მიზანია განათლების რეფორმის ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, კერძოდ: მოსწავლეთა მხრიდან საკუთარი შესაძლებლობებისა და შემოქმედებითობის გამოვლენა, მათემატიკის პოპულარიზაცია, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება, მოსწავლეებსი მოტივაციის ამაღლება, კრეატიული იდეების წახალისება და რესურსების შექმნა, მოსწავლეთა ჩართვა საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, კვლევა- ძიების უნარის განვითარება, პროექტის მომზადება, პი რიცხვის მსოფლიო საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მიღება, მოსწავლეების მიერ შექმნილი რესურსების საზოგადოებისთვის წარდგენა, მისი დაცვა და პრეზენტაცია. ნომინაციაში „პი რიცხვის სქემა“ ადგილისთვის ბრძოლა.

ამოცანები
პროექტში დასახული მიზნების უზრუნველსაყოფად აუცილებლად მიგვაცნია შემდეგი ამოცანების განხორციელება:
1.       სამუშაო ჯგუფების შექმნა და ფუნქციების განაწილება;
2.       მონაწილეობის მიღება საერთაშორისო ფესტივალში პი რიცხვთან დაკავშირებით;
3.       ინფორმაციების მოძიება და რესურსების შექმნა;
4.       პი რიცხვის მაკეტების დამზადება;
5.       გარეგნული იერ-სახისთვის ზრუნვა - ფორმების ორგანიზება;
6.       ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
7.       ფოტომასალების შექმნა;
8.       მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება ფესტივალში მონაწილეობისათვის, ძევერის საჯარო სკოლის კუთხის მოწყობა.

ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები:
1.       შეიქმნა ერთი ჯგუფი 8 მოსწავლის შემადგენლობით.
2.       გაინაწილეს ფუნქციები
3.       მოიძიეს და შექმნეს პი რიცხვის სხვადასხვა მაკეტები ფესტივალზე წარსადგენად
4.       იზრუნეს საკუთარ ჩაცმულობაზე
5.       დაჯავშნეს ტრანპორტი
6.       მოიძიეს და შექმნეს რესურსები ძევერის სკოლის კუთხის მოსწაწყობად.

მოსალოდნელი შედეგები:
პროექტზე მუშაობის შედეგია ფესტივალში მონაწილეობის მიღება, ფოტომასალის შექმნა, სკოლების, მასწავლებლების, საზოგადოების დაინტერესება, ჩართულობა, რეალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. საზოგადოების სამოქალაქო აქტივობის ამაღლება, მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება, პროექტზე მუშაობის გაწაფვა, საზოგადოების წინაზე პრეზენტაციის უნარის განვითარება, ნომინაციებში შესაბამისი ადგილების დაკავება.

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრკა

კრიტერიუმები
4-5
6-7
8-10
ჯგ. მუშაობის მიზნის განსაზღვრა
ჯგ. მიზანი ვერ განსაზღვრა
ნაწილობრივ გააცნობიერა სამუშაო მიზანი
კარგად გაითავისა მუშაობის მიზანი
სამუშაოს დაგეგმვა
ვერ მოახერხა
სამუშაო დაგეგმა, მაგრამ ხდებოდა გეგმიდან გადახვევა
სამუშაო კარგად დაგეგმა და შეასრულა ყველა ფუნქტის დაცვით
სამუშაოს ორიგინალობა
არ იყო ორიგინალური
იყო ორიგინალური მცირე ხარვეზებით
კარგად იყო ორგანიზებული, ფუნქციები თანაბრად იყო გადანაწილებული
ჯგუფის წევრთა ჩართულობა
მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე იყო ჩართული
თითქმის ყველა მოსწავლე იყო ჩართული
ყველა წევრი იყო აქტიურად ჩართული
ჯგუფის წევრთა შორის ურთიერთობა
ჯგუფსი გამოიკვეთა მხირე უთანხმოება
ძირითადად ჯგ. წევრებს შორის იყო პოზიტიური ურთიერთობა
იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობა





რეფლექსია
პროექტით გათვალისწინებული საკითხი - პი რიცხვის დღე, რომელიც შეეხება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვვევებისგანვითარებას და მნიშვნელოვანია დღევანდელ საზოგადოებაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენი სკოლის 8 მოსწავლე იქნა ჩაბმული ამ რონისძიებაში, რისთვისაც დავგეგმეთ, შევიმუშავეთ პროექტი, რომლის სასუალებითაც უნდა მომხდარიყო ჩვენი წარდგენა მათემატიკის ფესტივალზე. პროქეტის გეგმაში გათვალისწინებული აქტივობები ემსახურებოდა გეგმით გათვალისწინებულ მიზნების მიღწევას. მოსწავლეთა ჩართულობის მიზნით დავსახეთ პრობლემა, მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება, პრეზენტაციის უნარის განვითარება, სასკოლო ცხოვრების განრავალფეროვნება. ამ მიზნით მოსწავლეებმა შექმნეს სხვადასხვა რესურსი და აქტიურად ჩაერთნენ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებიდან რესურსების მოძიებაში.  ისინი საკმაოდ ორიგინალურად წარდგნენ, მათ კარგად მოახერხეს საკუთარი მანუშავრების პრეზენტაცია. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა ორი თვის განმავლობაში. პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებმა გაითავისეს პროექტის მოლოდინები, მიზნები, პერიოდულად ხდება უკუკავშირის მიწოდება.
გამოვიყენე განმავითარებელი შეფასება პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მუშაობის დროს და მუშაობის შემდეგ.
პროექტზე მუშაობის დროს რესურსების შექმნამ საშუალება მომცა გაემანალიზებინა, თუ რა ცოდნა და უნარები შეიძინეს მოსწავლეებმა ამ თემასთან დაკავშირებით. გამოიკვეთა ის, რომ სასწავლო რესურსი აკმაყოფილებს ესგ-ს სტანდარტს.
·         ამარტივებს ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების (აგრეთვე მოდულის) შემცველ გამოსახულებას მოქმედებათა თვისებების, თანმიმდევრობისა და მათ შორის კავშირის გამოყენებით;
·         ერთი არითმეტიკული მოქმედების შემცველ გამოსახულებაში ამრგვალებს წევრებს(ნამდვილი რიცხვებსდა პოულობს მოქმედებებათა შედეგის მიახლოებითმნიშვნელობასმსჯელობს დამრგვალებით გამოწვეულ განსხვავებაზე;

მათ. IX.10.

·         ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების დასადგენად (მათ შორის რეალურვითარებაშიიყენებს ფიგურათა (მრავალკუთხედებისწრეების/წრეწირებისმსგავსებას ან/დადამოკიდებულებებს ფიგურის ელემენტების ზომებს შორის (მაგალითად იმ საგნისსიმაღლის გაზომვარომლის ფუძე მიუდგომელიამიუდგომელ წერტილამდე მანძილისგამოთვლა);
პოულობს ბრტყელი ფიგურის ფართობს და იყენებს მას ოპტიმიზაციის ზოგიერთიპრობლემის გადასაჭრელად (მათ შორის რეალურ ვითარებაში)

No comments:

Post a Comment